თქვენი იდეა, ჩვენი ტექნოლოგია.
გლობალსოფტ საქართველო სრული ციკლის პროგრამული უზრუნველყოფის კომპანიაა. ვქმნით, ვავითარებთ და მხარს ვუჭერთ ვებ პლატფორმებს, მობილურ აპლიკაციებსა და Backend სისტემებს ბიზნესებისთვის საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ.
globalsoft.ts
1// globalsoft.ts2const product = await globalsoft.build({3idea: "your-vision",4platforms: ["web", "ios", "android"],5backend: "scalable",6quality: "production-ready",7});89product.launch(); // ready for the world
რას ვაკეთებთ
პირველი ესკიზიდან გაშვებამდე და შემდგომ მხარდაჭერამდე — თქვენი ციფრული პროდუქტის ყველა შრეს ერთი გამოცდილი გუნდი ქმნის.
Frontend Development
მომხმარებლის კომფორტზე ორიენტირებული მოსახერხებელი ინტერფეისის შექმნა და განვითარება, რაც უზრუნველყოფს თქვენსა და მომხმარებელს შორის უწყვეტ, შეუფერხებელ ინტერაქციას.
Backend Development
მასშტაბური და დაცული Backend სისტემების განვითარება, რომელიც მონაცემთა ეფექტურად, საიმედოდ და სწრაფად დამუშავებისა და აპლიკაციების სრული ოპტიმიზაციის გარანტიას გაძლევთ.
Web Development
თქვენს ბიზნესზე მორგებული დინამიური, დაცული და ოპტიმალური ვებ აპლიკაციების განვითარება გეხმარებათ ბიზნესის ხილვადობისა და მომხმარებლთა ჩართულობის გაზრდაში.
iOS / Android Development
მაღალი ხარისხის, მრავალფუნქციური iOS და Android აპლიკაციების შექმნა და განვითარება - ჩვენ უზრუნველვყოფთ აპლიკაციების შეუფერხებელ ფუნქციონირებასა და მომხმარებლის კმაყოფილებას.
ვინ ვართ ჩვენ
გლობალსოფტ საქართველო (ი/ნ: 400006051) 2010 წელს მკაფიო მიზნით დაარსდა: რეალისტური, გამარტივებული და ინოვაციური ტექნიკური მომსახურების მეშვეობით თქვენი მიზნებისა და ამბიციების რეალობად ქცევა. ჩვენი მისიაა წვლილი შევიტანოთ ადგილობრივი ინოვაციებისა და ტექნოლოგიური ეკოსისტემის განვითარებაში, ვინაიდან ამაყად ვუჭერთ მხარს ქართული სერვისების გლობალურ ექსპორტს. ჩვენ გთავაზობთ ტექნიკური მომსახურების ფართო ასორტიმენტს, ვებ და მობილური აპლიკაციების შემუშავებიდან თქვენზე მორგებული სისტემებისა და საიმედო IT მხარდაჭერის ჩათვლით. ჩვენი მუშაობის ქვაკუთხედი ჩვენი ღირებულებებია: სამართლიანობა, პროფესიონალიზმი და ხელმისაწვდომობა. ამ პრინციპებით ვაქცევთ თქვენს თითოეულ ბიზნეს იდეას მაღალი ხარისხის ტექ. პროდუქტად და უზრუნველვყოფთ ჩვენი მომსახურების თქვენს მიზნებთან თანხვედრას.
სამართლიანობა
გულწრფელი შეფასება, გამჭვირვალე კომუნიკაცია და მკაფიო შეთანხმებები.
პროფესიონალიზმი
გამოცდილი ინჟინრები, საიმედო არქიტექტურა და მაღალი ხარისხის კოდი.
ხელმისაწვდომობა
მოქნილი თანამშრომლობა ნებისმიერი ზომის ბიზნესისთვის.
ჩვენი მისიაწვლილი შევიტანოთ ადგილობრივ ინოვაციებში და მხარი დავუჭიროთ ქართული IT სერვისების გლობალურ ექსპორტს.
იდეიდან გაშვებამდე
- 1
კვლევა
ვსწავლობთ თქვენს ბიზნესს, მიზნებსა და მომხმარებლებს, რათა სწორად განვსაზღვროთ პროდუქტი და მისი ფარგლები.
- 2
დიზაინი
ვქმნით არქიტექტურასა და ინტუიციურ ინტერფეისს, რომელსაც დეველოპმენტის დაწყებამდე თქვენთან ერთად ვამტკიცებთ.
- 3
დეველოპმენტი
ეტაპობრივი სპრინტები რეგულარული დემოებით, კოდის რევიუთი და ტესტირებით — სრული გამჭვირვალობა ყოველ ნაბიჯზე.
- 4
გაშვება და მხარდაჭერა
ვუშვებთ, ვაკონტროლებთ და ვაგრძელებთ პროდუქტის განვითარებას თქვენი ბიზნესის ზრდასთან ერთად.
თანამედროვე ტექნოლოგიები, საიმედო შედეგი
ვიყენებთ გამოცდილ და მასშტაბირებად ტექნოლოგიებს, რათა თქვენი პროდუქტი იყოს სწრაფი, დაცული და მარტივად განვითარებადი.
ჩვენი შექმნილი ვებსაიტები
რეალური პროდუქტები, რომლებსაც მომხმარებლები ყოველდღიურად იყენებენ — სრულად ჩვენი გუნდის მიერ შექმნილი.

GlobalCellglobalcell.ge
ლიცენზირებული მობილური ოპერატორი — ევროპული, ქართული, ბრიტანული და ამერიკული ნომრები, უფასო შემომავალი ზარები და როუმინგის პაკეტები
ვებსაიტის ნახვა
GlobalCellglobalcell.me
პირადი კაბინეტი — საერთაშორისო SIM ბარათები, ბალანსის შევსება, მოხმარების ისტორია და როუმინგის პაკეტები
ვებსაიტის ნახვა
GlobalCellglobalcell.business
კორპორატიული პორტალი — რამდენიმე SIM, ბალანსი, როუმინგი და ანალიტიკა ერთ სივრცეში
ვებსაიტის ნახვა
ავტომზრუნველიAvtomzrunveli
ავტოსერვისის დაჯავშნა 3 შეხებით, სამუშაოს ცოცხალი თვალყური და ავტომობილის ციფრული ისტორია
ცოცხალი დემო
ღიმილკარიGhimilkari
სტომატოლოგიური სერვისები, ექიმები და ონლაინ ჩაწერა
ცოცხალი დემო
ფაქტუნაPaktuna
ინვოისები 18% დღგ-ით, RS.ge ელ-ზედნადები და ონლაინ გადახდის ბმული
ცოცხალი დემოგაქვთ პროექტის იდეა?
მოდით, ერთად შევქმნათ.
მოგვიყევით თქვენი იდეის შესახებ — მალევე დაგიკავშირდებით და შემდეგ ნაბიჯებს ერთად დავგეგმავთ.